2024
წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 11 პოლიტიკური პარტიისთვის შეწირული
16 მილიონი ლარიდან, „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხა 9 მილიონ ლარს აღემატება.
„ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები, ერთი მხრივ, ის პირები არიან, ვინც 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ
ტენდერებში მილიონობით ლარს იგებენ, ან საზოგადოებისთვის სრულიად უცხო ადამიანები,
რომელთა უმრავლესობას შეწირული მსხვილი თანხების მიუხედავად, უძრავი ქონებაც კი არ
აქვს.
ჩვენ
შევისწავლეთ იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შემოწირულებებისა და შემომწირველების
საკითხი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. მონიტორინგი მიმდინარეობდა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან
15 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრირებულია
27 საარჩევნო სუბიექტი, თუმცა
შემოწირულებას მხოლოდ 11 პარტია იღებს. ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულება „ქართულ ოცნებას“
აქვს. თერთმეტი პოლიტიკური პარტიის მიღებული ჯამური დაფინანსება 16 მილიონ ლარს აღემატება,
აქედან 9 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებისთვის“ შეწირული თანხაა.
პოლიტიკური გაერთიანებების შემოწირულებები:
პოლიტიკური
გაერთიანება |
შეწირული
თანხა (ლარებში) |
„ქართული ოცნება“ |
9.905.466 |
კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა |
3.338.902
|
„ლელო საქართველოსთვის“ |
1.954.527 |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
653.777 |
„საქართველოსთვის“ |
180.778 |
„ლეიბორისტული პარტია“ |
10.194 |
„ევროპული საქართველო“ |
148.567 |
„ხალხისთვის“ |
25.710 |
„შეცვალე საქართველო“ |
137.450 |
„პატრიოტთა ალიანსი“ |
2.306 |
„თავისუფალი საქართველო“ |
15 |
ვინ
არიან მმართველი პარტიის შემომწირველები?
2024
წლის 1-ლი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 298-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა. მმართველ ძალას
114 ახალი შემომწირველი ჰყავს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ თანხა პირველად
შესწირეს. საჯარო
რეესტრში მათი მონაცემების გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ არცერთი მათგანი არ
ფლობს უძრავ ქონებას. თითოეული
შემომწირველის მონაცემი საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ; აღმოჩნდა, რომ 298 ფიზიკური პირიდან
162 უძრავ ქონებას არ ფლობს. თითოეული მათგანი კი მმართველ პარტიას საშუალო 10.000
ლარზე მეტ თანხას სწირავს.
რაც
შეეხება შემოწირულებების დინამიკას, ბოლო სამი თვის განმავლობაში[1] თანხის
რაოდენობა თვიდან თვემდე ორმაგდება. მაგალითად, თუ 2024 წლის ივლისში შეწირული დეკლარირებული
თანხის ჯამი 2 მილიონ ლარს აღემატებოდა, აგვისტოს თვეში 4 მილიონამდე გაიზარდა.
შეწირული თანხის რაოდენობა თვეების მიხედვით:
თვეები |
შეწირული
თანხა (ლარებში) |
განხორციელებული
შემოწირულება |
იანვარი |
97.000 |
4 |
თებერვალი |
191.000 |
9 |
მარტი |
159.030 |
10 |
აპრილი |
372.176 |
12 |
მაისი |
154.000 |
5 |
ივნისი |
435.000 |
15 |
ივლისი |
2.873.000 |
73 |
აგვისტო |
4.088.150 |
136 |
სექტემბერი (1-15 სექტემბერი) |
1.525.810 |
59 |
„ქართული
ოცნების“ შემომწირველთა სიაში ბიზნესმენების სახელები და გვარები ფიგურირებს. მმართველი
გუნდის ყველაზე მსხვილ შემომწირველებს შორის არიან ბიზნესმენები დავით დევაძე და ოთარ
ფუტკარაძე. საჯარო რეესტრში მათი მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი
საერთო კომპანიის შპს
„ბონდი-2009“-ის თანამფლობელებიც არიან. დავით
დევაძეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“
60.000 ლარი აქვს შეწირული,
ხოლო ოთარ
ფუტკარაძეს - 37.000 ლარი. ოთარ ფუტკარაძე
„ქართული ოცნების“ დიდი ხნის დამფინანსებელია. ჯამში, მას „ქართული ოცნებისთვის“
147,000 ლარი აქვს შეწირული (2021 წლიდან დღემდე).
მოცემულ
კომპანიას 2012 წლიდან
დღემდე 35 მილიონი
ლარის ტენდერი აქვს მოგებული.[2]
„ქართული
ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველებს შორისაა სერგო
ხაბულიანი. 2024 წლის განმავლობაში
მას 50.000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“. ხაბულიანი შპს
„ცეკურის“ თანამფლობელია.
2024 წელს აღნიშნულმა
კომპანიამ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 374.241 ლარის ღირებულების
ტენდერი მოიგო. ტენდერის დოკუმენტაციის
თანახმად, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ევალებოდა. საერთო
ჯამში, 2012 წლიდან დღემდე, კომპანიას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ტენდერებში 65
მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
შემომწირველებს
შორისაა ბიზნესმენი ვაჟა ციგროშვილიც. მას „ქართული ოცნებისთვის“ თანხა რვაჯერ აქვს შეწირული.
პირველად ბიზნესმენმა პარტიას თანხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესწირა.
წლების განმავლობაში შეწირული თანხის საერთო ჯამი 271.000 ლარია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეწირული თანხა
კი 24.000 ლარი. საჯარო რეესტრში ციგროშვილის სახელზე შვიდი კომპანიაა
რეგისტრირებული. ციგროშვილი
ორმაგ მოქალაქეობას ფლობს - ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა. ბიზნესმენი კომპანია შპს
„სტორის“ 90%-იანი წილის მფლობელია. მოცემული კომპანია კახეთში „სტორი 1 ჰესს“ აშენებს.
„სტორი 1 ჰესის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.
ციგროშვილის
ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, შპს „სტორის“ ერთ-ერთი თანამფლობელი, ბეჟან
ანუაშვილი მმართველის გუნდის კიდევ ერთი შემომწირველია. 2016 წლიდან დღემდე
მან პარტიას თანხა ოთხჯერ შესწირა. შეწირული
თანხის ჯამი 45.000 ლარია.
კვლევისას აღმოაჩინეთ, რომ შემომწირველებს შორის
ფიგურირებენ ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები:
სახელი
და გვარი |
შეწირული
თანხის რაოდენობა (ლარებში) |
12.000 |
|
მიხეილ
ბუზალაძე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს
უფროსის მოადგილე (ყოფილი) |
20.000 |
თამაზ
თამაზაშვილი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი |
10.000 |
მმართველი
გუნდის ერთ-ერთი შემომწირველია კახაბერ
ივანიძე. ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლაძის თქმით,
კახაბერ ივანიძემ „ქართული ოცნების“ სენაკის შტაბის ხელმძღვანელთან, გია ადამიასთან
ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ვახტანგ წურწუმიას მოსყიდვა სცადა, რის შემდეგადაც
წურწუმია რამდენიმე დღით გაუჩინარდა, შემდგომ კი სენაკის საკრებულოში უფლებამოსილება
შეიჩერა.[3] ივანიძემ „ქართულ ოცნებას“
30.700 ლარი შესწირა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ის უძრავ ქონებას არ ფლობს.
[1]
იგულისხმება
1 ივნისი-15 სექტემბრის მონაკვეთი
[2]ივნისში კომპანია "ბონდი-2009"-ის მფლობელებმა "ოცნებას"
₾100 000 შეწირეს, კომპანიამ ₾35 მლნს ტენდერი
მოიგო - TI“, მთავარი არხი, 1 აგვისტო 2023 წელი, ხელმისაწვდომია:
https://mtavari.tv/news/131642-ivnisshi-kompania-bondi-2009-mplobelebma-otsnebas
[3] „ანი წითლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სენაკის საკრებულოს
მაჟორიტარი წევრი ვახო წურწუმია უკვე რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა“,
interpressnews.ge, 1 ივნისი 2022 წელი, ხელმისაწვდომია:
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 53.93%-ით ლიდერობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის მისაღები და დამაიმედებელი აღმოჩნდა.
„სტატუსმეტრის“ მე-2 გამოცემა აღწერს ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული 9 მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების გაანალიზების საფუძველზე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ.