GEO   ENG
სიახლეები
ენგურის ხიდის წინასაარჩევნოდ დაკეტვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ მხოლოდ აფხაზურ მხარეს არ ეკუთვნის
22.10.2024

ენგურის ხიდი 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება 18 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამუსაფრთხოების საბჭოს“ სხდომაზე მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ხიდის დაკეტვის იდეა ე.. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის და დაკავშირებულია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან. გადაწყვეტილების მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლებამრადიკალური ძალების მხრიდან აფხაზეთის მიმართულებით შესაძლო მძიმე პროვოკაციები“ დაასახელა, კონკრეტიკის გარეშე.

შესაბამისად, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ენგურის ხიდზე და გალის რაიონის .წ. სასაზღვრო ზონაში შემოიღესსპეციალური რეჟიმი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მიმართულებით ნებისმიერი სახის გადაადგილება იკრძალება. გამონაკლისის სახით, დაშვებული იქნება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირების გადაადგილება. იმ გალელებს, რომლებიც ამჟამად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. ამავე პერიოდში .წ. საზღვრის მთელ პერიმეტრს რუსი მესაზღვრეების დამატებითი ძალები და აფხაზი სპეცრაზმელები გაუწევენ პატრულირებას.

შეზღუდვებთან დაკავშირებით აფხაზეთის .. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოპუამ აღნიშნა, რომ კოლექტიურ დასავლეთს საქართველოში ანტირუსული ოპოზიციის გამარჯვება სურს, რათა აფხაზეთშიმეორე ფრონტიგახსნას. გალში ფიქრობენ, რომ ეს ცრუ საბაბი გალის რეგიონში მცხოვრები ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ამომრჩევლების დაბლოკვის მიზნით შეიქმნა (ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ გალში დაახლოებით 30,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა, ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი).

ენგურის ხიდის ერთი კვირით ჩაკეტვის გადაწყვეტილება, წინა არჩევნებთან შედარებით, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი .წ. საზღვარს 2-3 დღით კეტავდა, სერიოზულ გაუარესებას წარმოადგენს. თუ ადრე გალის რეგიონის მოსახლეობა ზუგდიდში არჩევნებში ხმის მისაცემად 2-3 დღის ადრე გადმოდიოდა და ნათესავებთან რჩებოდა, ამჟამად მათ ამის საშუალება პრაქტიკულად წართმეული აქვთ.

დემოკრატიის კვლევის ცენტრის წყაროს ინფორმაციით, გალის მოსახლეობას მიაჩნია, რომ ხიდის დაკეტვის გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული, რითაც გალის მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა წაერთვა. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პროპაგანდა მთლიანადქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა.

დემოკრატიის კვლევის ცენტრის შეფასებით, მოსახლეობაში არსებული ეჭვების გამოსარიცხად, საქართველოს ხელისუფლებამ პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა გალის რეგიონის მოსახლეობას საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს.

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026