დემოკრატიის
კვლევის ცენტრი ეხმიანება 29-30 ნოემბრის აქციაზე,
გვიან ღამით, განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი
მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული
სისასტიკით დაკავების ფაქტები.
საპოლიციო ძალებმა,
რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულები, მშვიდობიანი
აქცია, დაახლოებით 00:00 საათზე იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით კანონმდებლობის
უხეში დარღვევით დაშალეს. მიუხედავად აქციის
მონაწილეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებისა, დემონსტრაციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია
ძალადობრივი ხასიათი, რაც მისი დაშლის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.
აქციის დარბევის
დროს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული ღონისძიებები ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას,
უწყების სახელმძღვანელო ინსტრუქციასა და საერთაშორისო სტანდარტებს:
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების
ფაქტები. დაკვირვება ცხადყოფს,
რომ საპოლიციო ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული
საქმიანობის შესრულების დროს და ფიზიკურად უსწორდებიან. ორგანიზაციის
ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს ჯამში 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.
საპოლიციო ძალები
30 ნოემბრის გათენებამდე აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ
აქციის მონაწილეებს. საერთო
ჯამში, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა
და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და
173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის
ადვოკატების განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა ნაცემია. მათი ნაწილის ადგილსამყოფელი
კი ამ დრომდე უცნობია.
იძულებითი ღონისძიებების გამოყენების მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების,
საზოგადოებრივი წესრიგისა და თავად დემონსტრანტთა დაცვაა. მიუხედავად ამისა, საპოლიციო
ძალების მხრიდან გამოყენებული მეთოდები ცხადყოფს, რომ მათი მთავარი მიზანი, აქციის
მშვიდობიანი მონაწილეების ფიზიკური ანგარიშსწორება, დაშინება და რეპრესიული პოლიტიკის
კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს:
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.