GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანებების წინასაარჩევნო კამპანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
30.01.2025

დემოკრატიის კვლევის ცენტრმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა შეისწავლა.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერის ფონზე ღიად პრორუსულმა, ულტრამემარჯვენე და კონსერვატიულად განწყობილმა პარტიებმა გაერთიანება და საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტეს. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფეისბუკ გვერდზე 2024 წლის 10 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათთან ერთად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მონაწილეობას მიიღებდნენ „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფო“, „ქართული იდეა“, „ქართული მისია“, „კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია, „ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობა“ და „ეროვნული ერთობა.“ 2024 წლის 26 ივნისს 18 კონსერვატიულად განწყობილი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „ქართველ პატრიოტთა ერთიან-ობის დეკლარაციას.“

პრორუსული ძალების წინასაარჩევნო ალიანსს წინ უძღოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოსთვის“ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობა /ალტ-ინფოს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 2024 წლის 8 აპრილს გახდა ცნობილი.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2024 წლის 13 აპრილს, „ალტ-ინფომ“ თბილისში, „ ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. პარტიის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ აქციაზე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას „ქართული იდეის“ სახელით მიიღებდნენ. თუმცა, 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, ცესკომ 2014 წელს რეგისტრირებული ასევე პრორუსული და ჰომოფობიური გზავნილებით გამორჩეული პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა. ამის საპასუხოდ, ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელებში წამოიწყეს კამპანია „არა ოცნების ფეოდალურ რეჟიმს“.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას სწორედ ეს დაძაბული პოლიტიკური პროცესები უძღოდა წინ. „პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პრორუსული და ულტრამემარჯვენე საარჩევნო სუბიექტი იყო, რომელსაც გადალახული ჰქონდა საარჩევნო ბარიერი და, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება არ სჭირდებოდა.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026