GEO   ENG
სიახლეები
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ
25.03.2025
სიტყვის თავისუფლება და მედიის უფლებები, წლებია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. არსებულ გარემოში დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა სიტყვის თავისუფლების გამო სამოქალაქო აქტივისტებს დევნა და მედიის წარმომადგენლების შევიწროება. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაცია ონლაინგამოცემა "საპა ცხინვალის" რედაქტორის, ალინა ჯიგკაევას საჯარო ტელეგრამ სტატუსიდან გახდა ცნობილი. ცენზურისა და ზეწოლის სამიზნე „საპა ცხინვალი“  მას შემდეგ გახდა, რაც მათ  ალან გაგლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

ჯიგკაევას განცხადებით, ცხინვალში საქმიანობის დაწყებამდე, დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან მეგობრული შეხვედრის ფარგლებში, რედაქტორმა გააცნო გამოცემის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, რაც სოციალური საკითხების გაშუქებას და პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებისგან თავის შეკავებას გულისხმობდა. საინფორმაციო საქმიანობის დაწყების შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ გამოცემისთვის შეზღუდვების დაწესება დაიწყო და აკრედიტაციის პირობად, მისი საინფორმაციო პოლიტიკის სრული კონტროლი დააყენა. დე ფაქტო ხელისუფლება ასევე უკმაყოფილებას გამოხატავდა რედაქციის მიმართ და მოითხოვდა გარკვეული ჟურნალისტების გათავისუფლებას. გამოცემის მხრიდან, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო, დე ფაქტო მთავრობამ გამოცემას აკრედიტაციაზე უარი განაცხადა. შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, რომლებიც „საპა ცხინვალთან“ ურთიერთობდნენ, დაბრკოლებები შეექმნათ. აკრედიტაციის არარსებობამ გამოცემასთან ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეწყვეტა გამოიწვია. 

არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოცემამ ცხინვალის ოფისის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჯიგკაევა აცხადებს, რომ სარედაქციო კოლეგია გააგრძელებს ინფორმაციის მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ონლაინ გაშუქებას, მათ შორის პოლიტიკურად და სოციალურ მგრძნობიარე თემებზე. 

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026