GEO   ENG
სიახლეები
“ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიის საგამოძიებო თემატიკა ანტისახელმწიფოებრივია
03.04.2025

“ქართული ოცნება” მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო გამოძიების შედეგების უგულებელყოფას და მთავარ დამნაშავედ ქართული მხარის წარმოჩენას. 

5 თებერვალს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის შესახებ დადგენილება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს არ პასუხებს. რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისია უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული საკითხის შესწავლას და არა ზოგადად 9 წლიან პერიოდს.

17 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის  სხდომაზე, ნათელი გამოჩნდა, რომ  კომისიის მთავარი ინტერესი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაა. კომისიის სხდომაზე წევრთა მხრიდან გაჟღერებული კითხვებმა და კომენტარებმა ცხადიყო, რომ ,,ქართული ოცნება” 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. აღნიშნული წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, უგულებელყოფს საერთაშორისო გამოძიების შედეგებს და თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან. 

საგამოძიებო კომისიის დაკითხვების პარალელურად,  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. ისინი ქართული მხარისგან „სამხედრო აგრესიის გაჩაღების“, "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებების გამცემისა და ოს ხალხთან მიმართებით „გენოციდის აქტების ჩამდენთა“ დასჯას მოითხოვენ. 

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზე, 2016 წლის 27 იანვარს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გამოძიება დაიწყო. წინასწარი გამოძიების  ფარგლებში, შეგროვდა ინფორმაცია დანაშაულების შესახებ. ომის დანაშაულების ჩადენის კონტექსტში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამ ეჭვმიტანილ პირზე გასცა დაპატიმრების ორდერი. აქვე სასამართლომ დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის მხრიდან ომის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტებიც. 

2021 წლის 21 იანვარს, რუსეთ-საქართველოს ომზე,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ  რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევა დაადგინა. ასევე, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეთა მორალური ზიანის ანაზღაურების სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. 

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026