GEO   ENG
სიახლეები
ახალგორში კვლავ მწვავედ დგას ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები
07.04.2025

მიმდინარე წლის მარტში ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.  პაციენტთა ნაკადის ზრდამ ახალაგორის სამედიცინო დაწესებულების მომსახურება შეაფერხა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამედიცინო მომსახურების სერიოზულ ნაკლოვანებებს, რაც პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის შორის დაპირისპირებების მიზეზიც კი გახდა.

ახალგორის სამედიცინო დაწესებულების მთავარი გამოწვევებია: სპეციალიზებული ექიმების (პედიატრი, ქირურგი) არარსებობა, აუცილებელი მედიკამენტების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სამსახურში მთავარი მედდის ხანგძლივი დროით ადგილზე არყოფნა, რაც მედიკამენტების გაცემას აფერხებს. ამასთანავე გამოწვევაა პაციენტების ტრანსპორტირება ქ. ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებაში, რაც სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობითა და გზების ჩაკეტვით არის გამოწვეული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის საავადმყოფოში მისული პაციენტის ოჯახის წევრები ხშირად ავადმყოფის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა გადაადგილების შეზღუდვისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებების გამო, მათ ცხინვალში გადამისამართების რეკომენდაცია ეძლევათ. აქვე აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს, სასწრაფო დახმარების მანქანის გაუმართაობის გამო, ცხინვალში გადაყვანისთვისაც დიდი დრო სჭირდებათ, რაც ავადმყოფებისთვის მწვავე გართულების საფრთხეებს ზრდის.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 4 წლის ბავშვის შემთხვევა. ბავშვი საავადმყოფოში ეპილეფსიური შეტევის მსგავს სიმპტომატიკით მიიყვანეს. სისხლში შაქრის დონის ვარდნა მედიკოსებმა ბავშვის ორგანიზმში ვირუსით გამოწვეულ შემთხვევად მიიჩნიეს. ადგილზე პედიატრის არყოფნის გამო, მხოლოდ თბილისელ ექიმებთან სატელეფონო კონსულტაციით გაეწია მას სამედიცინო დახმარება. ახალგორის საავადმყოფოში ქირურგის არ არსებობის ცხინვალში გადაიყვანეს პაციენტი, რომელმაც სამუშაოს შესრულებისას სამი თითის დაკარგა.

განსაკუთრებით ართულებს სიტუაციას მთავარი მედდის საავადმყოფოში ხანგრძლივი პერიოდით არყოფნა, რადგან სწორედ მას აქვს ერთპიროვნული წვდომა მედიკამენტების საცავზე. ეს გარემოება დაძაბულობას იწვევს მედპერსონალში, რადგან ისინი იძულებული არიან, მედიკამენტები ალტერნატიული გზებით მოიძიონ.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ახალგორში შექმნილ მდგომარეობაზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.  ახალგორელებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება. შესაბამისად, თბილისმა დამატებითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026