GEO   ENG
სიახლეები
ახალგორელების ნაწილს დე-ფაქტო ხელისუფლება თავისუფალი გადაადგილების უფლებას უზღუდავს
25.04.2025

ახალგორის მოსახლეობას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას ისევ უზღუდავს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის: სკოლების, ბაგა-ბაღების, საავადმყოფოსა და კულტურის განყოფილების თანამშრომლებს, აეკრძალათ გადაადგილება თბილისის მიმართულებით. აღნიშნული აკრძალვა, არ შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პერსონალს. გადადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმირებულია რუსული ე.წ. გამშვები პუნქტიც, რომელიც ზედამხედველობას უწევს გადაადგილებასა და აკრძალვის აღსრულებას.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ახალგორის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები, მათ შორის სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე ასახელებენ საჭიროებებს, თბილისში გადაადგილების აუცილებლობაზე. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად  სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობა დასახელებულია. არსებული მოთხოვნა ადგილზე  ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული. ადგილობრივ ჯანდაცვაში არსებული სირთულეები, გადაუდებელი შემთხვევების დროს, პაციენტების თბილისში ერთჯერადად გადაყვანით  ვერ აწესრიგებს ახალგორში არსებულ ჯანდაცვის მწვავე პრობლემებს.

გარდა სამედიცინო საჭიროებებისა, გადაადგილების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე ერგნეთში, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოჯახური კავშირების შენარჩუნების კრიტიკულ მნიშვნელობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) გასწვრივ მდებარე თემებისთვის. გარდა ამისა, მართლმადიდებლური აღდგომისთვის საგუშაგოს დროებითი გახსნა, რომელმაც მოსახლეობას დიდი ხნის ნანატრი შეხვედრებისა და რელიგიურ ადგილებზე წვდომის შესაძლებლობას მისცა, ნათლად წარმოაჩინა საზღვრების ჩაკეტვის გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში დე ფაქტო რესპუბლიკაში საჯარო მოხელეებისთვის გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებით, დაფიქსირდა მათი თანამდებობიდან წასვლისა და ფავორიტიზმის შემთხვევები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გადაადგილების აკრძალვის წესების შერჩევითობისა და არასამართლიანი აღსრულების პრინციპით გამოყენებას. ადგილობრივების შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ რაიონის დეპუტატი ზაზა დრიაევი თბილისის მიმართულებით გადაადგილების აკრძალვით შეწუხებულ მოსახლეობას სატელეფონო ზარებს არ პასუხებს.

წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე (ABL) თავისუფალი გადაადგილების პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება. აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფორმატში.

გადაადგილებაზე დაწესებული მუდმივი შეზღუდვები მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივ მაცხოვრებლებს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაში. ამ ფონზე, აუცილებელია ადმინისტრაციულ საზღვარზე (ABL) არსებული ყველა გამშვები პუნქტის დაუყოვნებელი და სრული გახსნა, რაც უნდა მოხდეს მოლაპარაკებების პროცესში  მხარეების აქტიური და ეფექტიანი ჩართულობით.

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026