GEO   ENG
ანგარიშები
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - რა ეტაპზეა მისი აღსრულების პროცესი საქართველოში
30.04.2025

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა/მიიღო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართული არაერთი კანონის პროექტი/კანონი.[1] ამასთან, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს მწვავე რეპრესიული პოლიტიკით დაუპირისპირდა.[2]

V-Dem ინსტიტუტის შეფასებით 2024 წელი საქართველოსთვის დემოკრატიის მხრივ რეკორდული უკუსვლის წელი იყო, მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. ამ პერიოდში დემოკრატია დაინგრა და ქვეყანა საარჩევნო ავტოკრატიად ჩამოყალიბდა.[3]

„ქართული ოცნების“ მხრიდან საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას[4] 2023 წელს საქართველოს პარლამენტში ანტიდასავლური პარტიის „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირება მოჰყვა, რამაც თავის მხრივ, ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია. მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკისა, აღნიშნული კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა, 3 დღის შემდეგ, 2023 წლის 10 მარტს, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს, პარლამენტმა კანონპროექტს მხარი აღარ დაუჭირა. რის საფუძვლადაც ხალხის პროტესტი დასახელდა.

ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ხელახლა დააინიციირა. ამ ფაქტს საზოგადოების აღშფოთება და კვლავ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი თავისი რეპრესიული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა და დემონსტრაციები არაპროპორციული ძალის გამოყენებით, უმეტეს შემთხვევაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაშალა. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნას არ დათანხმდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რაც მათ ორგანიზაციული ფორმით არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაერთიანების თავისუფლების მასშტაბურ შეზღუდვას წარმოადგენს, რომელიც თავისი ბუნებით დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია. სამოქალაქო ორგანიზაციები აგრძელებენ დავას, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ასევე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები ამ დრომდე არ ამოქმედებულა, კანონის მიღებამ უკვე იქონია უარყოფითი გავლენა ორგანიზაციების განვითარებასა და მიმდინარე საქმიანობაზე.

ამასთან, 2025 წლის 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ კიდევ ერთი კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) დარეგისტრირდა, რომელიც ამერიკულიდან სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი. „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის რეპრესიული პოლიტიკით ნათელია, რომ კანონის ინიციირება/განხილვის ერთადერთი მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის გაქრობაა. კანონპროექტი 19 მარტის მდგომარეობით, ორი მოსმენითაა მიღებული და აგენტების რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ შორის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ინიციირებული ახალი და სანქციების/ვალდებულებების თვალსაზრისით უფრო მძიმე კანონის პროექტებისა, დოკუმენტში ძირითადი აქცენტი გაკეთებულიაუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებსაქართველოს კანონის შინაარსზე, მის გავლენაზე სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე, სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისობაზე კონსტიტუციასთან და საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026