GEO   ENG
სიახლეები
მოსკოვი აფხაზეთის რუსეთში ინტეგრაციას კიდევ უფრო აღრმავებს
15.05.2025

აფხაზეთში რუსული პროპაგანდის ზრდა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევით  და მოსკოვთან კიდევ უფრო გაღრმავებული ურთიერთობით არის განპირობებული. 32-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 1 მაისს, დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმის აეროპორტმა ფუნქციონირება განაახლა. ამავდროულად, გაიხსნა დიოსკურიის რკინიგზის ხაზიც, რომელიც სოხუმს სოჭთან აკავშირებს. საჰაერო მიმოსვლასთან ერთად რკინიგზის ხაზის გახსნა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში სრულ ინტეგრაციას.

დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების კიდევ ერთ საფეხურს წარმოადგენს გალის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების და სტუდენტების წახალისება, რათა სწავლა გააგრძელონ აფხაზურ და რუსულ უნივერსიტეტებში და უარი თქვან ქართულ განათლებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს გალის ორ საჯარო სკოლაში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა აუდიტმა აჩვენა, რომ 70 აპლიკანტიდან მნიშვნელოვანი უმრავლესობა, 60 მოსწავლე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მდებარე უმაღლეს სასწავლებლებში გემავს სწავლის გაგრძელებას. შესაბამისად, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები აძლიერებენ აბიტურიენტებზე ზეწოლას, რათა არსებული რეალობა შეცვალონ და  მომავალ თაობებზე კონტროლი და გავლენა გაძლიერონ.

რუსული პროპაგანდის გაძლიერების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს დე-ფაქტო აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების: აღლუმების, კონცერტებისა და მოსკოვში საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული აფხაზეთის ანსამბლების სრული დაფინანსება. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოიყო თანხები მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ძეგლების აღსადგენად 82,000,000 რუბლის (1,006,838 USD) ოდენობით. რუსეთი აღნიშნულ ღონისძიებას საბჭოთა პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებს — დასავლეთის დადანაშაულების ფონზე ხდება საბჭოთა პერიოდისა და ხალხთა ერთიანობის რომანტიზება. აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად "დიდებული" იყო საბჭოთა კავშირი თავისი ერთობითა და მეგობრობით, ხოლო დასავლეთი წარმოდგენილია როგორც ის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი გააფუჭა.

სინამდვილეში, აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტები და პროპაგანდისტული ძალისხმევა, საქართველოს მთავრობის გეოპოლიტიკური ორიენტაციის აშკარა ცვლილებასთან ერთად, მიუთითებს თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვაზე, რაც თავისთავად  უახლოეს მომავალში შერიგების ხელშემშლელ ფაქტორად გამოვლინდება.

საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული მომავლის უარყოფა და რუსული გავლენების ზრდა როგორც თბილისში, ისე სოხუმში, მხოლოდ გააძლიერებს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას და ხელს შეუწყობს კრემლის გავლენის განმტკიცებას რეგიონში.  

საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025
DRI: რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად აუქმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

DRI ეხმიანება მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი  შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა. 

13.10.2025
ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული პირების უფლებების დაცვას.

10.10.2025