2025 წლის 1 მაისს, რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად
აღდგა საჰაერო რეისები და სოხუმის აეროპორტში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა. ამ ფაქტს საერთაშორისო და ადგილობრივი
ექსპერტების მხრიდან კრიტიკა
მოყვა.
ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი არასანქცირებული ფრენა, წარმოადგენს საერთაშორისო
სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევას და ამავდროულად უგულებელყოფს
ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებს. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რეგულაციების თანახმად, 1993 წლიდან სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე დაკეტილია (1992-1992 აფხაზეთის
ომის შედეგად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო). გარდა ამისა,
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეგიონი და მისი საჰაერო სივრცე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ქვეშაა, რაც საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე კრძალავს საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლას.
არასანქცირებული ფრენების განახლების ფონზე, საერთაშორისო და ადგილობრივმა
ექსპერტებმა ICAO-ს მოუწოდეს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დაცვა და რუსეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი ორგანოების და ავიაკომპანიების პასუხისგებაში
მიცემა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი განაცხადა, რომ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან განხორციელებული
ნებისმიერი საერთაშორისო ფრენა საფრთხეს შეუქმნიდა ავიაციისა და მგზავრების უსაფრთხოება. ამასთანავე
აღნიშნა,რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა ICAO-ს.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ, სოხუმსა და
მოსკოვს შორის აღდგენილი არასანქცირებული ფრენები მხოლოდ „ფორმალურად“ დაგმო, რის გამოც ის ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების წარმომადგენლებმა
დროული რეაგირების არქონის გამო გააკრიტიკეს. აღსანიშნავია,
რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2023 წლის მაისში აღდგენილი ფრენების გათვალისწინებით, ქართულ ოცნებას სოხუმის აეროპორტიდან
რეისების შემსრულებელი რუსული ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი საერთაშორისო პლატფორმებზე და დიპლომატიური მოლაპარაკებების
დროს ეფექტიანად არ დაუყენებია, განსაკუთრებით იმ ავიახაზების მიმართ, რომელთაც ევროკავშირის სანქციები აქვთ დაწესებული.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი ბადრ გუნბა ოპტიმისტურად პროგნოზირებდა 2025 წელს სოხუმის აეროპორტში 1 მილიონი მგზავრის გადაყვანას, ეს პროგნოზი უსაფუძვლო გამოდგა მიმდინარე შეზღუდული ფრენების გრაფიკის (კვირაში ორი რეისი რუსეთის ორ ქალაქში) და ბილეთების მაღალი ფასების გათვალისწინებით. საერთაშორისო ლიცენზიის არარსებობის გამო, სოხუმის აეროპორტი ფრენებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში განახორციელებს.
სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო უსაფრთხოების პროტოკოლების დარღვევით განხორციელებული ფრენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა
უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ სტაბილურობას.
ახალგორში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარმა არაერთმა საგანგაშო ინციდენტმა და დე ფაქტო მთავრობის აუდიტმა ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევები გამოავლინა.
ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად აღიქმება პოლიტიკური პარტიის გზავნილად.