GEO   ENG
სიახლეები
სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს ამკაცრებს
10.09.2025

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური რეპრესიებს აგრძელებს. 2025 წლის 17 ივლისს,  პოლიტიკოს ირტოქ დუდაევის, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და პოლიტიკური პარტიის ლიდერია, მშობლების სახლის ჩხრეკა გაფრთხილებისა და ჩხრეკის ნებართვის გარეშე ჩატარდა. ადგილობრივების მიერ ეს ფაქტი დე ფაქტო მთავრობის მიერ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დაშინების კამპანიის დასაწყისად და ამასთანავე საზოგადოებაში შიშის დათესვის მცდელობად შეფასდა.  

დე ფაქტო მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა, ხაზს უსვამს რეგიონში კანონის უზენაესობის არარსებობას და ავტორიტარულ მეთოდებზე დამყარებულ მმართველობას. ადგილობრივი საზოგადოება, სხვადასხვა სოციალურ არხებში, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს (KGB) დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევის „სადამსჯელო ინსტრუმენტად“ მოიხსენიებს.

2025 წლის იანვრიდან გააქტიურდა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მათ შორის ჟურნალისტსა და ოპოზიციური პარტიის წევრზე, ფიზიკური თავდასხმებისა და ე.წ. სახელისუფლებო წრეებს შორის კრიმინალური გარჩევების შემთხვევები.

2025 წლის ივნისში, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთის კადრ, ოლეგ შირინი. ეს ნაბიჯი „სტრუქტურულ წმენდად“ და უსაფრთხოების სამსახურებში მისდამი ერთგული ადამიანებით დაკომპლექტების მცდელობად შეფასდა.

დე ფაქტო ადმინისტრაცია, რომელიც ხელისუფლებაში  „კანონისა და სამართლებრივი ჩარჩოს“ დაცვის დაპირებით მოვიდა, ახლა ღიად იყენებს დაშინებასა და რეპრესიებს კრიტიკულად განწყობილი პირების გასაჩუმებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და დაგმონ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ამასთანავე განიხილონ მოლაპარაკებების ფორმატში რეგიონის კრიმინოგენური კრიზისიდან გამოსვლის საკითხები.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026