GEO   ENG
სახელმძღვანელო
სიძულვილის ენა - საერთაშორისო მექანიზმები და სიძულვილის ენასთან გამკლავების სტრატეგიები
10.07.2025

სიძულვილის ენა შეიძლება აღვწეროთ, როგორც ვერბალურად, წერით ან ქცევით გამოხატული კომუნიკაცია, რომლითაც ხდება თავდასხმა ან დისკრიმინაცია ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ მისი იდენტობის ისეთი მახასიათებლის გამო, როგორიცაა რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, ეროვნება, რასა, კანის ფერი, წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი, გენდერი ან სექსუალური ორიენტაცია, ენა, ეკონომიკური ან სოციალური წარმომავლობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სიძულვილის ენა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საფრთხის შემცველია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, აღნიშნული პრობლემის გლობალურად გადასაწყვეტად და ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, სიძულვილის ენასთან ბრძოლის სტრატეგიასა და მოქმედების გეგმაში „სიძულვილის ენა“ განსაზღვრა როგორც: „...ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გამოხატული ზეპირი, წერილობითი ან ქცევითი ფორმით, რომელიც მტრულ ხასიათს ატარებს ან შეიცავს დამამცირებელ ან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სხვადასხვა მახასიათებლის გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რასის, კანის ფერის, სოციალური წარმომავლობის, სქესის ან სხვა იდენტობის ნიშნების გამო“. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალში არ არსებობს სიძულვილის ენის ერთიანი დეფინიცია. აღნიშნული ცნება კვლავ ფართო დისკუსიის საგანია, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების, დისკრიმინაციისგან დაცვისა და თანასწორობის საკითხებთან მიმართებით.

ბოლო წლებში სიძულვილის ენა საოცარი სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენების პარალელურად. სიძულვილის ენას ვხვდებით, როგორც სოციალურ ქსელში, ისე რეალურ ცხოვრებაში. სიძულვილის ენა ადამიანებს ან სხვადასხვა ჯგუფებს აღიქვამს არა როგორც სრულფასოვან პიროვნებებს, არამედ მათ იდენტობაზე დაყრდნობით აჩენს მათდამი მტრულ დამოკიდებულებას, რითაც ხშირად სარგებლობენ პოლიტიკურად მოტივირებული სუბიექტები.

სიძულვილის ენასთან ბრძოლა და მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა შესაძლებელია განათლების, მედიისა და ინფორმაციული განათლების გაძლიერებით, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშემწყობი რეგულაციებითა და სხვა გზებით.

ქვემოთ მოცემული სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას სამართლებრივ საკითხებზე, საერთაშორისო მექანიზმებზე, მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებზე. გზამკვლევის გამოყენება შესაძლოა სასარგებლო იყოს, როგორც მკვლევრებისთვის და მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების სფეროს პრაქტიკოსებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ჟურნალისტებისა და იურისტებისთვის.

სიძულვილის ენა - საერთაშორისო მექანიზმებიდა სიძულვილის ენასთანგამკლავების სტრატეგიები

სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026