GEO   ENG
ანალიზი
სიძულვილის ენა
01.07.2025

სამაგიდე კვლევა სიძულვილის ენის გამოყენების სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის. დოკუმენტში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, როგორც საკანონმდებლო, ისე სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში და ჩაშლილია შემდეგი საკით-ხების მიხედვით:

  • სიძულვილის ენის გამოყენების ადგილობრივი პრაქტიკა და ტენდენციები;
  • სიძულვილის ენასთან მიმართებით არსებული კანონმდებლობა;
  • სიძულვილის ენის გამოყენება სასკოლო სახელმძღვანელოებში, მედიასა და სხვა სფეროებში.
  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა - სწორედ ეს მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შემდეგი სიტყვებით:

„სიძულვილის ენა განგაშის ზარია - რაც უფრო ხმამაღლა რეკავს, მით უფრო დიდია გენოციდის საფრთხე. ის წინ უსწრებს და ხელს უწყობს ძალადობას“.

კვლევის მიზანია შეაფასოს საქართველოში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, ტენდენციები და კანონმდებლობა. ასევე, შეისწავლოს საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა, რომელ-იც სიძულვილის ენაზე აკეთებს აქცენტს. გარდა ამისა, საერთაშორ-ისო კვლევებზე დაყრდნობით, განსაზღვროს ის ინიციატივები და გამოცდილება, რომლებიც ეხება სიძულვილის ენას და მასზე ეფექ-ტურ რეაგირებას. და ბოლოს, შეაფასოს სასკოლო სახელმძღვანელ-ოებში, მედიაში, სოციალურ ქსელებში გენდერულ თანასწორობას-თან მიმართებით გამოკვეთილი სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები.

სიძულვილის ენა

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026