GEO   ENG
სიახლეები
ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს
26.02.2026

2025 წლის ბოლოდან ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას გადაადგილების საშვებზე ვადა გაუვიდა. ამ დროისთვის რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს მოქმედი საშვები არ გააჩნია.

ბოლო პერიოდში საშვების ვადის გაგრძელების პროცედურა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გართულდა, არამედ მკაცრ რეგულაციებს დაექვემდებარა. შეზღუდვები განსაკუთრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეეხო. თუ აქამდე, არსებულ რეგულაციებით, გადაადგილება ეკრძალებოდათ მხოლოდ ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, ბუღალტრებსა და იმ თანამშრომლებს, რომელთაც სახელმწიფო ინფორმაციასთან ჰქონდათ შეხება, ახლა საშვების გაცემაზე უარს  ტექნიკურ პერსონალსაც ეუბნებიან.

ახალი რეგულაციების თანახმად, საშვების გაცემის პროცესში მოწმდება პირების ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის 5 000-იდან 15 000 ეკვივალენტ ლარამდე კრედიტები, იმ მოტივით, რომ გამოირიცხოს რაიონის დატოვება ფინანსური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. თუმცა, იმ პირებს, რომლებსაც, ამ ეტაპზე, უარი მიიღეს საშვების გაგრძელებაზე, მსგავსი ტიპის ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ ახალგორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ, საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული. არსებული გარემოებები,  ადგილობრივებს მძიმე ვითარებაში აყენებს. მათ უწევთ არჩევანის გაკეთება სამუშაო ადგილის შენარჩუნებასა და ოჯახის იმ წევრებთან დიდი ხნით დაშორებას შორის, რომლებიც გამყოფ ხაზს მიღმა ცხოვრობენ.

მკაცრ რეგულაციებს  შერჩევითი სამართლისა და კორუფციული სქემების არსებობა ემატება. ადგილობრივების ინფორმაციით, უსაფრთხოების სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, ყველაფრის მიუხედავად კვლავ ახერხებენ საშვების  ყალბი სამედიცინო ცნობების საფუძველზე მოპოვებას. პრივილეგირებული პირებისათვის საშვების გაცემაზე პირადად რაიონის პროკურორი და გამგებელი შუამდგომლობენ.

ახალგორელების ნაწილი, ამ ვითარებიდან გამოსავალს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის წერილით მიმართვაში ხედავენ. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს და მხოლოდ მათი ზემდგომების ჩართულობით ფიქრობენ პრობლემის მოგვარებას.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026