GEO   ENG
სიახლეები
„ქართული ოცნების“ ახალი იერიში სამოქალაქო თავისუფლებაზე - გრანტების კრიმინალიზაცია
04.03.2026

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც „გრანტების შესახებ“ კანონში გათვალისწინებული ცვლილებები ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ტოტალური სამართლებრივი კონტროლისა და რეპრესიულ მექანიზმს.

 „გრანტის“ ცნების სახიფათო გაფართოება

ახალი პროექტით გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური თუ ნატურალური დახმარება უცხოეთიდან, რომელიც მიმართულია:

• საქართველოს ხელისუფლებაზე ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისკენ;

• საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების ან შეცვლისკენ;

• სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობისკენ.

ზემოაღნიშნული საქმიანობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება იმავე ფორმებით;

მსგავსი ტიპის „გრანტზე“ აუცილებელია საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა. მთავრობის ნებართვის გარეშე რესურსის მიღება კრიმინალიზდა.

რეპრესიული მექანიზმები და სანქციები

საკანონმდებლო ცვლილებები აწესებს უპრეცედენტოდ მკაცრ, არაპროპორციულ სასჯელებს:

1. თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე: „გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს პატიმრობა ემუქრებათ.

2. თავისუფლების აღკვეთა 9-იდან 12 წლამდე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულს, ფულის გათეთრების მუხლს, ემატება დამამძიმებელი გარემოება - ,,საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობების განხორციელების მიზნით’’ რაც უმძიმეს სასჯელს ითვალისწინებს.

3. ჯარიმები და ქონებრივი სანქციები: უცხოური კომპანიების ფილიალებისთვის დაწესებულია გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება.

4. კანონის უკუძალა: პირები, რომლებმაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე მიიღეს, ევალებათ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში მიიღონ მთავრობისგან დასტურის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

რატომ არის ეს ცვლილებები ანტიდემოკრატიული?

  • კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა: იზღუდება გაერთიანების, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. პოლიტიკური აქტივობის კრიმინალიზაცია, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.
  • „სამოქალაქო ლიკვიდაცია“: პოლიტიკური საქმიანობის 8 წლით აკრძალვა მიზნად ისახავს კრიტიკული ჯგუფების სტიგმატიზაციას და მათ ჩამოშორებას დემოკრატიული პროცესებისგან.
  • მსუსხავი ეფექტი (Chilling Effect): ბუნდოვანი ფორმულირებები სახელმწიფოს აძლევს ბერკეტს, ნებისმიერი სამოქალაქო აქტივიზმი „უცხოურ გავლენად“ მონათლოს, რაც საზოგადოებაში შიშსა და თვითცენზურას დაამკვიდრებს.
  • პერსონალური დევნა: კანონი ფოკუსირდება არა ინსტიტუციურ გამჭვირვალობაზე, არამედ კონკრეტული ფიზიკური პირების მრწამსისა და შეხედულებების გამო დასჯაზე.  

ეს არ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ - ეს არის ტოტალური სამართლებრივი კონტროლის მექანიზმი. მისი მიზანი პლურალისტური გარემოს გაუქმება და საქართველოს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაა. აღნიშნული ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მოითხოვს:

  • არსებული ცვლილებებისა და 2023 წლიდან მიღებული რეპრესიული კანონის დაუყოვნებლივ გაუქმებას.

მიმართავს საერთაშორისო ინსტიტუტებს:

  • აამოქმედონ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალება იმ პირების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ამ რეპრესიულ კანონს, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებებს.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026