ჯაშუშობის ბრალდებით
ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება.
10 მარტს დე ფაქტო
აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ოფიციალური
უწყებების განცხადებებით ირკვევა რომ ბაღიშვილის ბრალად ედება „რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური
ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს
სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში“.
აღნიშნული ბრალდების
მიუხედავად, ე.წ. უშიშროების სამსახურს ამ დრომდე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ბრალეულობას.
ბოლო წლებში, „ჯაშუშობის“
ბრალდებით ეთნიკურად ქართველების დაკავება აფხაზეთში დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.
2025 წლის 1 ოქტომბერს მსგავსი ბრალდებით
გალის რაიონის მკვიდრი შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. ამავე მოტივით 2022 წლიდან დღემდე
კიდევ 2 ადამიანია დაკავებული. აღსანიშნავია, რომ არცერთ შემთხვევაში ბრალდების მხარეს
საჯაროდ არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუმცა ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.
ე.წ. აფხაზეთის
უშიშროების სამსახური “ჯაშუშების” გამოვლენის ბრალდებით დაკავებების მანკიერი პრაქტიკა,
აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ საზოგადოებაში
შიშის დანერგვას, რომელიც მიმართულია ნებისმიერ სოციალურ-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე
კრიტიკული აზრის გამოთქმის ჩასახშობად.
ქართული მხარის
მხრიდან რეაგირება ამ შემთხვევებზე ძირითადად ცხელი ხაზის გააქტიურებით შემოიფარგლება,
რაც არსებული პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით არასაკმარისია.
DRI მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს:
2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა.
სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.