დემოკრატიის კვლევის
ინსტიტუტის შეფასებით, სახელმწიფომ, აზერბაიჯანელი
ჟურნალისტი აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის
უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფომ კრიტიკულად
განწყობილი სადოგოვის მიმართ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა და სამაგალოთოდ
დასასჯა. აფგან სადიგოვის მიმართ, სხვა უფლებებთან ერთად, მიზანმიმართულად დარღვეულია
სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მიუხედავად ქართული
მართლმსაჯულების ფორმალური მცდელობისა, მან ფაქტობრივად დაარღვია ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების სახით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის
შესახებ, მიღებული აკრძალვა, და 5 აპრილს, ღამის 4 საათზე
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით აფგან სადიგოვი რამდენიმე საათში საქართველოდან
გააძევეს
დროებითი ღონისძიების
მიზანი, აბგან სადიგოვის მიმართ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
პირის უფლებების დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში
ფორმალურად სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყიტა, თავად ევროსასამართლოს,
მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაზე არ უმსჯელია. ამასთან, ქართული სასამართლო ვალდებული
იყო, სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღებამდე ემსჯელა და შეეფასებინა
ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც ჟურნალისტი შეიძლება აღმოჩენილიყო.
აფგან სადიგოვის
მიმართ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს
იმ რეპრესიების გაგრძელებას, რაც ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ
საქართველოში ხორციელდება. მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის გამო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი
ჯერ 2025 წლის 22 ოქტომბერს, გზის გადაკეტვის საფუძვლით, დააკავეს და 14 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა, მოგვიანებით, კი იმავე საფუძვლით 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
16 იანვარს, კვლავ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო, მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება
შეწყდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდგომი რეაგირების მიზნით, სავარაუდო დანაშაულის
ნიშნების არსებობის საფუძვლით გადაეცა. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების წარმოება პოლიტიკური ზეწოლის
იარაღად უნდა შეფასდეს. 2026 წლის 4 აპრილს კი, აფგან სადიგოვი კვლავ ადმინისტრაციული
წესით კრიტიკული ფეიბუქ პოსტის გამო, კანონმდებლობის უხეში დარღვევით დააკავეს.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.