GEO   ENG
სტატიები
რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმება ანექსიის გაფორმებად ფასდება
21.05.2026

2026 წლის 9 მაისს კრემლში ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერ ალან გაგლოევს შორის გაფორმებულმა „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება ამ რეგიონის პრაქტიკულ ანექსიას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არსებულ დოკუმენტს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინსტრუმენტად წარმოაჩენს, შეთანხმების შინაარსი პრაქტიკულად სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში სრულ ინტეგრაციაზე მიუთითებს.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები იწყებენ სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას, ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის საერთო რეჟიმის შექმნას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკული, სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო და სატრანსპორტო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებას, რაც სამხრეთ ოსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რუსეთის სისტემებზე სრულ დამოკიდებულებას ნიშნავს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის მუხლები, რომლებიც სახელმწიფო მართვისა და მოქალაქეობის საკითხებს ეხება. შეთანხმების თანახმად რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში, თანამდებობების დაკავების უფლება ეძლევათ. ამ მუხლით ცალსახაა, რომ თანამდებობეს სამხრეთ ოსეთში სწორედ კრემლის მიერ წარგზავნილი პირები დაიკავებენ და ამით სრულად შეძლებენ ამ რეგიონის გაკონტროლებას. ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების მოთხოვნების ფაქტობრივ გაუქმებას, რაც რუსეთის მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კერძო საკუთრების ფლობა-განკარგვის შეუზღუდავ უფლებას აძლევს.

ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს შრომითი სტაჟის, სოციალური დაცვისა და საპენსიო სისტემების ურთიერთაღიარებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციურ მნიშვნელობას. სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი სფეროების უნიფიკაცია ქმნის ერთიან მმართველობით სივრცეს, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის სუვერენული ფუნქციები ეტაპობრივად რუსულ სისტემაში ინაცვლებს.

დოკუმენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი  მხარეებს ავალდებულებს, არ აიღონ ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს სამხრეთ ოსეთის საგარეო-პოლიტიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან შეზღუდვას წარმოადგენს და მის საერთაშორიო სისტემაში დამოუკიდებელ სუბიექტად არსებობას მხოლოდ ფორმალურ ჩარჩოებში ტოვებს.

შეთანხმების გაფორმებას დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა „ოსი ხალხის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის მომავალში რუსეთის ფედერაციაში სრული ინტეგრაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. სწორედ ამ შეფასებამ გააძლიერა ვარაუდები, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიისთვის ემზადება.

ქართული მხარე 9 მაისის შეთანხმებას ევროსაბჭოს მინისტრთა 135-ე მინისტერიალის სესიაზე გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის მოქმედება საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფად და საქართველოს რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა.

9 მაისის შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის დუმამ 13 მაისს მოახდინა.

სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026
გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე.

02.10.2026