GEO   ENG
სიახლეები
კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს
17.06.2026

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე კრემლის პირდაპირი წნეხის შედეგად, ე.წ. პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი და  ნდობით აღჭურვილი პირი, მარატ კამბოლოვი დაამტკიცა.

ამგვარი საკადრო გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან ჩარევის უპრეცედენტო მაგალითია. კულუარული ინფორმაციით, მოსკოვი გაგლოევისგან მთავრობის დათხოვნას კატეგორიულად ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი გავლენიანი ფიგურები გაგლოევს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდნენ, კრემლმა, როგორც სჩვევია, თავისი გაიტანა. კამბოლოვის ცხინვალში გამოჩენამ და პარლამენტში სპიკერის სავარძლის თვითნებურად დაკავებამ ადგილზე პროტესტი და ხმაურიანი დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა მოსკოვმა განზრახვა ბოლომდე განახორციელა.

მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნა პირდაპირ ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. მოსკოვი აღარ ენდობა ადგილობრივ კორუმპირებულ კლანებს და მმართველობის სადავეებს საკუთარ, სანდო კადრს გადასცა. ახალმა ე.წ. პრემიერმა თავის გამოსვლაში უკვე ღიად დააფიქსირა კრემლის სამხედრო ნარატივის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო რუსეთთან მოკავშირეობას, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" (СВО) და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის მუშაობის "გაუმჯობესებას".

გაგლოევის ვადის ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი, თუმცა კრემლმა პროცესები მაქსიმალურად დააჩქარა. ძალოვან უწყებებში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია შემოდგომაზე მოსალოდნელი ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის განმწესება მთავრობის მეთაურად ნათლად აჩვენებს, რომ ცხინვალის რეგიონს ახალ უკვე ღიად და პირდაპირ კრემლის კაბინეტი მართავს, რაც ანექსიური პროცესის ყველაზე სახიფათო ფაზას წარმოადგენს.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026