ოკუპირებულ ცხინვალის
რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული
ღია ზეწოლის შედეგია. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე კრემლის პირდაპირი წნეხის
შედეგად, ე.წ. პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმირ
პუტინის ახლო გარემოცვის წევრი და ნდობით აღჭურვილი
პირი, მარატ კამბოლოვი დაამტკიცა.
ამგვარი საკადრო
გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან ჩარევის უპრეცედენტო მაგალითია. კულუარული ინფორმაციით,
მოსკოვი გაგლოევისგან მთავრობის დათხოვნას კატეგორიულად ითხოვდა. მიუხედავად იმისა,
რომ ადგილობრივი გავლენიანი ფიგურები გაგლოევს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდნენ, კრემლმა,
როგორც სჩვევია, თავისი გაიტანა. კამბოლოვის ცხინვალში გამოჩენამ და პარლამენტში სპიკერის
სავარძლის თვითნებურად დაკავებამ ადგილზე პროტესტი და ხმაურიანი დაპირისპირება გამოიწვია,
თუმცა მოსკოვმა განზრახვა ბოლომდე განახორციელა.
მარატ კამბოლოვის
პრემიერად დანიშვნა პირდაპირ ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიის
პოლიტიკას. მოსკოვი აღარ ენდობა ადგილობრივ კორუმპირებულ კლანებს და მმართველობის სადავეებს
საკუთარ, სანდო კადრს გადასცა. ახალმა ე.წ. პრემიერმა თავის გამოსვლაში უკვე ღიად დააფიქსირა
კრემლის სამხედრო ნარატივის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო რუსეთთან მოკავშირეობას,
უკრაინაში მიმდინარე ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" (СВО) და რუსეთ-სამხრეთ
ოსეთის ე.წ. საზღვრის მუშაობის "გაუმჯობესებას".
გაგლოევის ვადის
ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი, თუმცა კრემლმა პროცესები მაქსიმალურად დააჩქარა.
ძალოვან უწყებებში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია შემოდგომაზე მოსალოდნელი ვადამდელი
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის განმწესება
მთავრობის მეთაურად ნათლად აჩვენებს, რომ ცხინვალის რეგიონს ახალ უკვე ღიად და პირდაპირ
კრემლის კაბინეტი მართავს, რაც ანექსიური პროცესის ყველაზე სახიფათო ფაზას წარმოადგენს.
გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს.
ოკუპირებულ ცხინვალის
რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული.