GEO   ENG
სტატიები
აფხაზეთის „ეკონომიკური ანექსია“ და “სუვერენიტეტის” საფრთხეები
09.07.2026

აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ვიზიტის მიზანია აფხაზეთში ინფრასტრუქტურული ობიექტების (პორტები, სანაპიროები, ქარხნები) შემოწმება და ფინანსური „დახმარების“უზრუნველყოფა. ამ ტიპის ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოსკოვის პირდაპირ კონტროლს რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

რუსული ეკონომიკური ანექსიის პოლიტიკის წინაპირობა არაერთია. როგორც ცნობილია კრემლი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან კანონმდებლობის „ჰარმონიზაციას“ ითხოვს, რაც რეალურად ნიშნავს აფხაზური შიდა ბაზრის სრულ გახსნას რუსული მსხვილი კაპიტალისთვის.

ამასთანავე აფხაზური საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხია ე. წ. აპარტამენტების კანონი, რომლის გატანასაც მოსკოვი აქტიურად კვლავ ლობირებს. ამ კანონით რუსეთის მოქალაქეებს ეძლევათ უფლება შეიძინონ უძრავი ქონება და მიწები აფხაზეთში. ეს იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, რადგან იკვეთება რისკები რუსული ოლიგარქიული ეკონომიკური ანექსიის.

ამ ვიზიტის ფარგლებშიც აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და სერგეი კირიენკომ განიხილეს ერთობლივი პროექტების რეალიზაცია სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზურ-რუსული შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამის საკითხებსა და აპრილში, „ამეფ-2026“-ზე (აფხაზეთის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე) ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელებას. შეხვედრის ცალკეული ნაწილი მიეძღვნა რესპუბლიკაში ტურისტული სეზონის დაწყების თემას. მხარეებმა ასევე შეეხნენ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ იმ პროგრამების რეალიზაცია, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისკენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური თუ საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია თბილისის გვერდის ავლით, არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

მსგავსი ვიზიტები და ფორუმები (როგორიცაა აპრილის „ამეფ-2026“) ფასდება როგორც რუსეთის მცდელობა, მოახდინოს ოკუპაციის „ნორმალიზება“ და რეგიონი ეკონომიკურად იმდენად მიაბას რუსულ ბაზარს, რომ აფხაზეთმა ვეღარ შეძლოს დამოუკიდებლად ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს კრემლის მხრიდან სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობაც.

ინვესტიციების ჩადების სახელით, კრემლი ცდილობს ხელში ჩაიგდოს სოხუმის აეროპორტი. მისი რეკონსტრუქცია და რუსული მენეჯმენტის ქვეშ გადასვლა პირდაპირ ემსახურება რეგიონის იზოლაციას და მის სრულ საჰაერო ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან. იგივე მოტივი ამოძრავებს ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით. ეკონომიკური პროექტების პარალელურად, რუსეთი ახორციელებს ოჩამჩირის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვის ფლოტისთვის, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

ე.წ. საინვესტიციო პროგრამების განხორციელებით შეფარული ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს რეგიონის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსია. 

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026