დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს
გაიმართება. ოკუპირებულ რეგიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო,
რაც ალან გაგლოევი კრემლის მოთხოვნას გადადგომის
შესახებ დაემორჩილა და თანამდებობიდან გადადგა. მოვალეობის დროებით შემსრულებლად კი
რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირი მარატ კამბოლოვი დაინიშნა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. შესაბამისად,
18 სექტემბრის არჩევნები ამ ვადაში ტარდება.
საპრეზიდენტო კანდიდატები
ამ ეტაპზე კანდიდატების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა ფატიმა ხუგაევას, რომელიც „განვითარების პარტიის“ მიერ წარდგენილი
კანდიდატი იყო. იგი იურისტია, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი
და პოლიციის გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი. ხუგაევას კანდიდატურას პარტიის ყრილობაზე
78 დელეგატიდან 76-მა დაუჭირა მხარი, თუმცა ყრილობაზე დელეგატების საჭირო რაოდენობასთან
დაკავშირებით სამართლებრივი საკითხი წარმოიშვა.
გარდა ამისა, კანდიდატად ედუარდ გაბარაევის წარდგენისთვის საინიციატივო
ჯგუფის შეკრებაც იყო დაგეგმილი. შესაბამისად, კანდიდატების საბოლოო სია ცესკოს საბოლოო
გადაწყვეტილებებით უნდა დაზუსტდეს.
ვინ თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი?
მნიშვნელოვანი საკითხია სოციალისტური პარტია „ხალხის ერთობის“ გადაწყვეტილება.
პარტიამ ცესკოს ოფიციალურად აცნობა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას წყვეტს და
საკუთარ კანდიდატს აღარ წარადგენს.
ვის იქნება მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი?
ამ კითხვაზე სამხრეთ ოსეთში ერთმნიშვნელოვანი პასუხია. ფავორიტ კანდიდატად
კრემლის მიერ მხარდაჭერილი მარატ კამბოლოვი სახელდება.
პირველი - მისი ამჟამინდელი სტატუსი. ის ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელია და ყველა სახელმწიფო რესურს აკონტროლებს და მიუწვდება ხელი. მეორე და
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია პუტინის მხარდაჭერა, რომლის შესახებაც ღიად არის
ცნობილი.
რუსეთის ფაქტორი სამხრეთ ოსეთის არჩევნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით
ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე. ამიტომ მოსკოვის მხარდაჭერა ადგილობრივი კანდიდატისთვის
სერიოზულ პოლიტიკურ უპირატესობად ითვლება.
შესაბამისად, პუტინის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს არჩევნებში გარანტირებულ
გამარჯვებას. ამის თქმის საფუძველს წარმოადენს ყველა წინა პრეზიდენტი, რომელიც კრემლის
უშუალო მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
საბოლოო სურათი და კანდიდატების ზუსტი რაოდენობა ცესკოს მიერ რეგისტრაციის
პროცესის დასრულების შემდეგ, 23 აგვისტoს, უნდა დაზუსტდება.
ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ბენზინის გადატანა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ.
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.