დევნილმა ახალგაზრდებმა ახალგორის ოთხთვიანი იზოლაციის გამო მშვიდობიანი აქცია გამართეს. შეკრებილები ცდილობდნენ საზოგადოების ფართო მასებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შედეგად, ახალგორი საკვების, წამლების და დროული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა. ისაუბრეს, გაყოფილ ოჯახებზე, რომლებიც ახალ წელს ერთ ჭერ ქვეშ ვერ ხვდებიან.
ახალგორის ჩაკეტვამ, ასობით ადამიანს შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, რითაც წაართვა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალგორის მოსახლეობას. ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გააკეთა აღნიშნულ საკითხზე და საქართველოს მთავრობას კონრეტული რეკომენდაციებით მიმართა.
ახალგორის გარშემო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ვრცელი ანგარიშის ნაწილიც გახდება. ორგანიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო სექტორს და მთავრობას უახლოეს დღეებში გააცნობს ანგარიშის მიგნებებს და ხედვას, თუ რა გზებით არის შესაძლებელი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქება.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.