GEO   ENG
ღონისძიებები
ტრენინგი სამოქალაქო აქტივისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
09.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ 2019 წლის 26-28 დეკემბერს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებებზე ტრენინგი გამართა.

ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.

პირველი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს - რა არის ადამიანის უფლებები; რას ნიშნავს ადამიანის უფლებების სამართალი და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი სამართლის სხვა დარგებისგან; ადამიანის უფლებები კონვენციებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა; რა გავლენას ახდენს ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე; წინასწარი მოსაზრებები და მითები ადამიანის უფლებების შესახებ.

მეორე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა  განიხილეს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ადამიანის უფლებების დამცველების როლი; თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ადამიანის უფლებების საჩივრები და კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; უნივერსალურობის პრინიციპი; საერთაშორისო წესრიგი და ინსტრუმენტები ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

ფოტოგალერეა

ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი ჩაატარა.
21.07.2021
უსაფრთხოების ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
6-8 ივლისს, ბათუმში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.
09.07.2021
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტუტმა 16-18 ოქტომბერს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა.
20.10.2020