უსაფრთხოების ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
6-8 ივლისს, ბათუმში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საფრთხეების გააზრებასა და შეფასებაზე, თავდასხმების/შეტევების პრევენციასა და მათზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაზე, უსაფრთხოების კუთხით ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებაზე, სამსახურსა და სახლში უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე და მსგავს საკითხებზე.