„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.
პროცესებიდან ერთი გადაიდო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ხოლო მეორე პროცესში მონაწილე აქტივისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმა დაეკისრა.
ჩანიშნული სასამართლო პროცესები ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზები არასწორად იყო მითითებული, დამსწრეთა ნაწილმა ვერ მოახერხდა პროცესებზე დასწრება.
უშუალოდ სასამართლო პროცესის დროს, პროცესზე მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში გამოიკვეთა ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, კერძოდ:
თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურის მანდატი თბილისის მერიის ობიექტების, ბაღების, პარკებისა და სკვერების უსაფრთხოების უზრუნველყოფით შემოიფარგლება. სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, დაშალონ შეკრება თუ დემონსტრაცია, გამოიყენონ ძალა ან სხვა სახით შეითავსონ საპოლიციო ფუნქციები.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, დაუშვებელია თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურმა შეითავსოს საპოლიციო საქმიანობა და გასცდეს კანონით მინიჭებულ მანდატს. მომავალში უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურისა და პოლიციის უფლებამოსილებანი და ფუნქციები ნათლად გაიმიჯნოს პრაქტიკაში.
***
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები განაგრძობენ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი საპროტესტო აქციებისა და აღნიშნული აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების სასამრთლო პროცესების დაკვირვებას. დაკვირვება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“ ფარგლებში.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.