GEO   ENG
სიახლეები
DRI – სანამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ფორმალობაა
28.01.2020

დღეს, 28 იანვარს, მეთოთხმეტედ აღინიშნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე. ევროსაბჭოს ეს ინიციატივა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ადამიანების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მიუხედავავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიღება თავის დროზე სამართლიანად ჩაითვალა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, კანონის მიღებამ ვერ უზრუნველყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბური დარღვევების პრევენცია.

2019 წლის 28 იანვარს სოციალური ქსელით გავრცელდა პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის  გათვალისწინებით, პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით არაერთი პირი დააკავა, დღემდე არაა ცნობილი კადრების გავრცელების ორგანიზატორის ვინაობა. შეუსრულებელი დარჩა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის დაპირებაც, რომელიც იმ დროისთვის შსს მინისტრის პოზიციას იკავებდა, უახლოეს პერიოდში კადრების გამავრცელების პირველწყაროს პოვნასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა პოლიტიკოსი ქალის დაპირისპირებას გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფთან.

გასულ წელს მომხდარი ფაქტი არ იყო საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟების და მათზე ზეგავლენის მოხდენის პირველი შემთხვევა. 2016 წელს საზოგადობისთვის ცნობილი არაერთი პირი გახდა პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან გავრცელების მუქარის მსხვერპლი[1]. თუმცა ამ დრომდე ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებელებლები არ არიან იდენტიფიცირებულები და საზოგადოებას არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ სავარაუდო მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალები იყვნენ.

სანამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან გავრცელების მუქარა რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად, რომლის ორგანიზატორებსაც კანონის წინაშე პასუხი არ უგიათ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება  დაცულად ჩაითვალოს. 

 

[1] http://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/saxalxo-damcveli-kampanias-wammzomi-chartulia-adjamebs

სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026