GEO   ENG
სიახლეები
უფასო ონლაინ იურიდიულ დახმარება არასრულწლოვნებისთვის
02.04.2020
დემოკრატიის კვლევის ინტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გთავაზობთ უფასო ონლაინ იურიდიულ დახმარებას.

კონსულტაციები განკუთვნილია კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის:
  • ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
  • ვისაც წაყენებული აქვს ბრალდება;
  • მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის;
  • ვის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
 
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ანდა მათი კანონიერი წარმომადგენლები (მშობლები ან სხვა სხვა მეურვეები), პედაგოგები და პრობლემებით დაინტერესებული სხვა პირები, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო ვითარებაში, უნდა დაუკავშირდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებს, რომლებიც გასცემენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებს.

გთხოვთ, დარეკოთ მობილურ ტელეფონებზე:  593 75 54 44;  555 78 77 55;
ან მოგვწეროთ წერილობით ადამიანის უფლებათა ცენტრის ელექტრონულ მისამართზე - hridc@hridc.org  და Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/humanrights.ge/
 
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026