GEO   ENG
სიახლეები
უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაცია არასრულწლოვნებისთვის
02.04.2020
დემოკრატიის კვლევის ინტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გთავაზობთ უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.

კონსულტაციები განკუთვნილია კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის:
  • ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
  • ვისაც წაყენებული აქვს ბრალდება;
  • მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის;
  • ვის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მოგვმართეთ თუ:
  • ფიქრობთ, რომ გაქვთ ემოციური რეგულაციის სირთულეები (ბრაზის შეტევები);
  • ხართ სევდიანი და თავს უიმედოდ გრძნობთ;
  • ემოციური მდგომარეობის სწრაფი, უმიზეზო ცვლილებები;
  • განმეორებითი, შემაწუხებელი აზრები;
  • მუდმივი შფოთვა, მოუსვენრობა;
  • ძილის სირთულეები;
  • სირთულეები ურთიერთობაში;
  • განიცდით ინტერესებისა და ენერგიის ნაკლებობას.
ფსიქოლოგის კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების  მშობლებს, მეურევეებსა და მზუნველებს. დაგვიკავშირდით, თუ:
  • გაქვთ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი შვილის/მოსწავლის მხარდაჭერა;
  • ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ სტრესთან გამკლავებაში.
COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით კონსულტაციები ჩატარდება დისტანციურად ტელეფონით ან სკაპით.

კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 
Tel: 599938363
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026