GEO   ENG
სიახლეები
DRI: ახალგორში მძიმე პაციენტებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებიან
30.04.2020

ახალგორის მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ისევ იზღუდება. ახალგორელებს აკრძალული აქვთ არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, არამედ გეგმიური მომსახურებაც ახალგორის ადგილობრივ საავადმყოფოში.   

პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ახალგორის მოსახლეობისადმი დისკრიმინაციულ მიდგომას დე ფაქტო ხელისუფლება კოვიდ 19-ის გავრცელებით ხსნიდა, თუმცა ახლა ცხინვალის რეგიონში ვითარება შეიცვალა. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსით დაინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საკარანტინო ზომების შემსუბუქების  გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობა განაახლეს სავაჭრო ობიექტებმა, სილამაზის ცენტრებმა და სამკერვალო სალონებმა.[1] ასევე, დე ფაქტო მეთაურის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ოსეთს[2] ცხინვალისგან გადაეცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის სამი აპარატი[3].

ცხინვალში შერბილებული პოლიტიკის ფონზე, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა ახალგორში, სადაც გამძაფრებულია დისკრიმინაციის ფაქტები. ადგილობრივი საავადმოფოს ადმინისტრაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირებსა და მძიმე დიაგნოზის პაციენტებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს უცხადებს. ამას ემატება ისიც, რომ მძიმე პაციენტებს არც თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობას აძლევენ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათთვის ყველაზე მძიმე პრობლემას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უქონლობა წარმოადგენს. შედარებით გამარტივებული გადაადგილების პირობებში, როდესაც გორში ან თბილისში ჩამოსვლა შეეძლოთ, პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა ახალგორში მცხოვრებმა მძიმე პაციენტებმა გეგმიური სამედიცინო დახმარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ.

 

[1]საინფორმაციო სააგენრო „რეს“„სამხრეთ ოსეთში შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა ზოგიერთ დაწესებულებას შეზღუდვები მოეხსნა“  http://cominf.org/node/1166529499

[2] ამ ეტაპისთვის ჩრდილოეთ ოსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ზე მეტია და პროგრესირებს.

[3]საინფორმაციო სააგენრო „რეს“http://cominf.org/node/1166529567

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026