GEO   ENG
სიახლეები
DRI: პანდემიის ფონზე გალის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მიღებასაც კი ვერ ახერხებს
11.05.2020
იზოლაციაში მოქცეული გალის რაიონის მოსახლეობა, პანდემიის პირობებში მოკლებულია  ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და სასიცოცხლო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოეწურა. ამ კრიზისს ამძიმებს ისიც, რომ საკარანტინო ზომების გამკაცრების შედეგად, ჩაკეტილია გამშვები პუნქტები და შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც, შეუძლებელი ხდება საქართველოს კონტროლირებადი ტერტორიიდან მედიკამენტების გაგზავნა. 

საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბერიოს საავადმყოფოს პაციენტების დიაგნოსტირებისა და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად არ გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურა, როგორიც არის: ულტრაბგერის და რენტგენის აპარატი, დოზიმეტრი. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ხშირ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანის გაუმართაობის გამო, გამოძახებისას მედ პერსონალი ვერ ახერხებს ადგილზე დროულად მისვლას, , რაც რიგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. 

მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის მხრიდან კორონავირუსული ინფექციის პრევენციის პირველ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, რუხში მდებარე საავადმყოფოს[1] დაჩქარებული წესით გახსნა და აფხაზეთის პაციენტების მიღების მზადყოფნა. თუმცა სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს, რომ შემდეგ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში[2], არ გაითვალისწინეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათ დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მოხერხდეს პანდემიის პირობებში გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარე სამედიცინო დაწესებულების მედიკამენტებით და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.


 
[1] რუხის საავადმყოფო ამ ეტაპზე 72 პაციენტს მიიღებს http://szs.gov.ge/geo/news/show/10/2892
[2] ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპი - მიზნობრივი სოციალური დახმარება მოქალაქეებსhttps://www.moh.gov.ge/ka/news/5087/antikrizisuli-socialur-ekonomikuri-gegmis-II-etapi---miznobrivi-socialuri-daxmareba-moqalaqeebs
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026