GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ანტისაოკუპაციო აქციას დააკვირდა
22.06.2020
2020 წლის 20 ივნისს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ ანტისაოკუპაციო აქციას „1 წელი 20 ივნისიდან“ დააკვირდა. აქცია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გასაპროტესტებლად გაიმართა.
 
აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 200-მდე პოლიციელი. 
 
დაახლოებით 14:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. აქცია 19:30 საათზე დაიწყო და მას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების შეფასებით, დაახლოებით 2000 ადამიანი დაესწრო. შეკრების დასაწყისში, აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და ერთ მეტრიან დისტანციას იცავდნენ.
 
აქციის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს ლოზუნგით „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ.“ აქციის ორგანიზატორებმა გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დასავლური საგარეო კურსის მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების აუცილებლობაზე.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორები და აქტივისტები, მიუხედავად ღონისძიების მშვიდობიანი ხასიათისა, არაერთხელ გახდნენ დარბევის, უკანონო დაკავების, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმებისა და მადისკრედიტირებელი კამპანიის სამიზნეები, რამაც კითხვები გააჩინა საქართველოში აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.
 
მოახლოებული საარჩევნო პროცესის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
 
  • გაამკაცროს პოლიტიკა რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ძალადობრივი ჯგუფების მიმართ
  • შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიოს აღნიშნული დაჯგუფებების მიერ შეკრებებსა და დემონსტრაციებზე ჩადენილი დარღვევები შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით
  • მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ჯგუფების დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალადობის აღსაკვეთად და დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან გასაცალკევებლად
  • უზრუნველყოს 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლის პროცესში, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026