GEO   ENG
განცხადებები
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, მსოფლიოს წამყვანი მოღვაწეები გვაფრთხილებენ
02.07.2020
500-ზე მეტმა პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა და პრო-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ხელი მოაწერა ღია წერილს დემოკრატიის დასაცავად. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ჩვენი თავისუფლებები საფრთხის წინაშე დგას მთავრობების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ არსებული კრიზისი საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენონ.
 
კორონავირუსის პანდემია სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. კრიზისის პერიოდში, მსოფლიოს ბევრი მთავრობა იყენებს საგანგებო უფლებამოსილებებს, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და აძლიერებს სახელმწიფო თვალთვალს, რაც ხშირად კანონიერი შეზღუდვების, შემოწმებების, ზომების და ასევე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ვადის უგულებელყოფით ხდება.
 
ზემოაღნიშნული წარმოადგენს მთავარ მესიჯს გავრცელებულ ღია წერილში “მოწოდება დემოკრატიის დასაცავად“, რომელთა ინიციატორები არიან ვაშინგტონში მოქმედი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ და სტოკჰოლმში მოქმედი „დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი. წერილს უერთდება 73 პროდემოკრატიული ინსტიტუტი, ასევე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ნობელის პრემიის 13 ლაურეატი და 62 ყოფილი სახელმწიფო მოხელე.
 
წერილი მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ცნობიერების ამაღლებას და მათ  მობილიზებას დემოკრატიის დასაცავად, აღიარებს რა, რომ აღნიშნული არის გლობალური კრიზისების მოგვარების და ამავე დროს ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით უმცირესობებისა და დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვის, ყველაზე ეფექტური სისტემა.
 
„ამჟამინდელი პანდემია წარმოადგენს დემოკრატიის სერიოზულ გლობალურ გამოწვევას. მთელ მსოფლიოში ავტორიტარული რეჟიმები COVID-19-ის კრიზისს უყურებენ როგორც ახალ პოლიტიკურ ბრძოლის ველს დემოკრატიის შესასუსტებლად და ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიღწეული დრამატული შედეგების აღმოსაფხვრელად”, - ნათქვამია წერილში.
 
„დემოკრატია საფრთხის ქვეშ დგას და იმ ადამიანებმა, რომლებიც მასზე ზრუნავენ, უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური ნება, დისციპლინა და სოლიდარობა მის დასაცავად. ადამიანთა თავისუფლება, ჯანმრთელობა და ღირსება საფრთხეშია ყველგან“.
 
 
გასაკვირი არ არის, რომ  ავტორიტარული რეჟიმები არსებულ კრიზისს იყენებენ მათი პოლიტიკური ძალაუფლების გასაძლიერებლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამაც გამოიყენა საგანგებო უფლებამოსილებები აღნიშნული ზომების უკან გაწვევის უზრუნველყოფისათვის უცილებელი დაცვის გარანტიების გარეშე, ნათქვამია წერილში.
 
”გლობალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო დემონსტრირება არის იმის ნიშანი, რომ დემოკრატია, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის წინაშე დგას, არის მდგრადი”, - აცხადებს კარლ გერშმანი, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ პრეზიდენტი და ერთ-ერთი ხელმომწერი.
 
პანდემიამ და რასობრივი თანასწორობისთვის გლობალურმა მოძრაობამ ცხადყო, რომ დემოკრატია ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.
 
დემოკრატია საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას, მოახდინოს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტის მობილიზაცია უთანასწორობასთან ბრძოლის, პოლიტიკის საკითხებზე ღიად მსჯელობის, საიმედო ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების და მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამჟამინდელ კრიზისთან და მის შედეგებთან წარმატებით გამკლავების მიზნით.
 
”ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა დადგეს დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ ის, თუ რას ემუქრება საფრთხე და ის, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ლიდერების მიერ ამ ან სხვა კრიზისის გამოყენებას თავიანთი ძალაუფლების გასაზრდელად და ჩვენი უფლებების შესამცირებლად. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, იქნება ეს საარჩევნო ყუთებთან, მედიაში თუ ქუჩებში. სწორედ ამას ეხება ეს ღია წერილი,” აცხადებს კევინ კასას-ზამორა, „დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გენერალური მდივანი.

მოწოდება დემოკრატიის დასაცავად

ხელმომწერი ორგანიზაციები

 
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026