GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შეკრებებისა და მანიფესტაციების დაკვირვებას აგრძელებს
02.09.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 1 სექტემბრიდან აგრძელებს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაკვირვებას, რომლებიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ.

მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების და უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე, როდესაც ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, ისარგებლოს Covid-19 გამოწვეული პანდემიის ეფექტით, წინასარჩევნო პერიოდში გამართულ საპროტესტო აქციებზე ობიექტურ დაკვირვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

DRI-ის დამკვირვებელები დააკვირდებიან თბილისში, მცხეთაში და რუსთავში გამართულ ყველა საპროტესტო აქციას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების შემდეგ გაიმართება. აქციებზე დამკვირვებლები იხელმძღვანელებენ ეუთოს მეთოდოლოგიით, რომელიც  შესაძლებლობას მოგვცემს ზუსტად და ერთგვაროვნად აღვწეროთ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების დროს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, გამოვკვეთოთ უფლებადარღვევის ფაქტები და დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები.

აქციებზე დაკვირვების გზით, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიზნად ისახავს:

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პანდემიის საბაბით დაწესებული შეზღუდვების კანონიერების შემოწმებას; აქციების ორგანიზატორების/მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმებას; აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზს/სამართლებრივი შეფასებას; სამართალდამცავი ორგანოების ქმედების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან; აქციების/კონტრაქციების დაკვირვების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობას, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026