GEO   ENG
სიახლეები
საინფორმაციო პლატფორმა COVID-19 პანდემის ფონზე გავრცელებული ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ
11.09.2020

1 სექტემბრიდან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი „ამოიცანი დეზინფორმაცია,“ რომლიც ითვალისწინებს ონლიან მედიამონიტორინგის წარმოებას Covid-19  პანდემიის ფონზე გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების მიზნით.

საქართველოში Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაციისა და მანიპულაციების მძლავრი საინფორმაციო  კამპანია სოციალურ და ონლაინ მედიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა მშობლიურ ენაზე  ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით.

პროექტის მიზანია ინფორმაციის სანდო წყაროების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში, ონლაინ და სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების იდენტიფიცირების და მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში მომზადდება მედიამონიტორინგის 2 კვლევითი ანგარიში. პროექტის გუნდი უზრუნველყოფს ანგარიშების ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ  რეგიონებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გეგმავს აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოქმედ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გზით, რათა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალის მოსახლეობაში გავრცელება. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერის გზით, რეგიონალური მასშტაბით არსებულ სათემო ცენტრებთან კომუნიკაცია. საინფორმაციო/ონლაინ კამპანიის ფარგლებში შექმნილი მასალების ასევე გავრცელდება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდისა და პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომა ყველა ენაზე“ ფარგლებში შექმნილ სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე.

                                                                         * * * *

პროექტი ხორციელდებოდა ფონდი Prodemos • პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით მცირე საგრანტო კონკურსის „ფრთხილად, დეზინფორმაციაა“ ფარგლებში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026