დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ტრენინგების სერიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში.
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დარგის სპეციალისტებს - იურისტებს, ფსიქოლოგებსა და სოციალური მუშაკებს.
სასწავლო კურსის მიზანია - მონაწილეთა კომპეტენციების ამაღლება ბავშვთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში, ძირითადი პრინციპების გააზრება და იმ ინსტრუმენტების გაცნობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარმატებით ფუქნციონირებს;
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმის გამოყენებით 16-18 ოქტომბერს;
ტრენინგის ჩატარების დრო: 16 ოქტომბერს - 15:00 -19:00; 17 ოქტომბერს - 13:00-17:00 და 18 ოქტომბერს - 13:00-17:00;
ტრენინგებს გაუძღვება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი - მაია ნასრაშვილი;
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
აპლიკაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSftcaXud-onA8zk9wWtlNCyhKTFx02DDN4yHaLSatcuzI0EaQ/viewform
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა, 14 ოქტომბერი, 18:00 საათი.
განსახილველი საკითხები (თითოეული საკითხი განხილული იქნება საერთაშორისო სტანდარტების ასპექტში):
ტრენინგების სერია ხორციელდება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით.