23 ოქტომბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა კვლევის „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას - რისკები და გამოწვევები“ პრეზენტაცია.
კვლევის მიზანია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილების, მასზე არსებული ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმების შეფასება, ნაკლოვანებებისა და პრობლემური საკითხების წარმოჩენა. კვლევა ასევე მიზნად ისახავს, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებასა და შემდგომში, მათი დანერგვის ხელშეწყობას.
კვლევა „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას - რისკები და გამოწვევები“
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.