GEO   ENG
სიახლეები
DRI - ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს
06.07.2021
ღირსების მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ არათუ უარი უთხრა თბილისი პრაიდს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, არამედ დანაშაულებრივი უმოქმედობით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებით პირდაპირ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალადობა ჟურნალისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ლგბტ თემის, მოქალაქეების წინააღმდეგ.
 
ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების ხაზგასმით ლოიალური დამოკიდებულება სტრუქტურული ერთობის მქონე სიძულვილის ჯგუფების მიმართ, რაც წლების მანძილზე გამოიხატებოდა მათ მიერ ჩადენილი ძალადობის არაერთი ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა 5 ივლისს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა უარი, გამოეყენებინა კანონით ნებადართული საპოლიციო ღონისძიებები კარგად ორგანიზებული ძალადობის აღსაკვეთად.
 
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე, ძალადობრივ ჯგუფების მობილიზება დაუფარავად და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შსს-ს მიერ უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ძალების მობილიზებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების განზრახვას არ წარმოადგენდა ძალადობის აღკვეთა. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მაშინაც კი, როდესაც დღის განმავლობაში ძალადობის მასშტაბი იზრდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები არბევდნენ ოფისებს, პირდაპირ ეთერში ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებზე, თავს ესხმოდნენ ქუჩაში გამვლელებს - ხელისუფლებას არ გამოუყვანია დამატებითი საპოლიციო ძალები ძალადობრივი შეკრების დასაშლელად და ძალადობის აღსაკვეთად.
 
პოლიციის უმოქმედობა ძალადობის უშუალო ფაქტებზე, ნათლად მიუთითებს როგორც არასაკმარისი საპოლიციო ძალის მობილიზაციაზე, ასევე, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დაეკავებინათ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ:
  • პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც მას აკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
  • იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალური ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული, მას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი და შსს-ს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დემონსტრაციულად მისცა მათ ძალადობის შესაძლებლობა, შსს მინისტრს უნდა დაეკისროს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ აუცილებელია
  • სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია სტრუქტურირებული რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად
  • რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება
  • ჟურნალისტებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება
  • ლგბტ თემის წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პოლიტიკური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტი

ბოლო პერიოდში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სუსის პოლიტიზების საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა.

10.11.2025
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები კი გამოიყენება ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

10.11.2025
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025