GEO   ENG
სიახლეები
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს
28.07.2021
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და  ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement)
"მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC)
საზოგადოება და ბანკები
საფარი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
ევროპის ფონდი (EPF)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
უფლებები საქართველო (RG)
როგორ ზრდის რუსეთი აფხაზეთში საკუთარ მოქალაქეთა რაოდენობას და რა ფასად უჯდებათ ადგილობრივებს რუსული პასპორტი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული პასპორტიზაციის პოლიტიკა ახალ, გაცილებით აგრესიულ ფაზაში შედის. 

18.11.2026
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026