GEO   ENG
განცხადებები
იზოლაციაში მოქცეული ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
20.11.2019
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მოსახლეობას დაბაში პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მათი ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღოს პენსია, რომელიც რიგ შემთხვევებში, ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყაროა. შედეგად, სოფლის მაცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სხვადასხვა საკვებზე ცვლიან. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადამიანებს პრაქტიკულად ამოეწურათ საკვების მარაგი.

გარდა ამისა, ადგილზე რჩებიან ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აუცილებელ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. ქრონიკული პაციენტების ნაწილი, სამედიცინო მომსახურებას იღებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. შესაბამისად, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი სამედიცინო საჭიროებების შესწავლა და მათთვის მედიკამენტების კუთხით დახმარების აღმოჩენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების  დასახმარებლად, რაც მათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო მიყენებულ ზიანს შეუმსუბუქებს, მათ შორის: 
  1. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოს საკვები პროდუქტების, პირველადი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების და აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება ფაქტობრივად იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობისთვის;
  2. აღნიშნული დახმარების მიწოდებისთვის, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დასაგეგმად;
იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების გამო, მსგავს შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი,  მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, მსგავს გამოწვევებზე საპასუხოდ და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026