GEO   ENG
სიახლეები
24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა
20.09.2021
12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდა და 14 სექტემბერს გარდაიცვალა.
 
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შსს აცხადებს, 5 ივლისს ატეიბამ გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც ნარკოლოგიური ტესტის გავლა მოსთხოვეს. ზემოაღნიშნული შემთხვევის გამო, ატეიბა 7 აგვისტოს დააკავეს და ბრალად წაუყენეს გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მიმართ ძალადობა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდება.[1]
 
2021 წლის 8 აგვისტოს, ანრი ატეიბას ადვოკატმა გაგრის რაიონის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ცემის და წამების გამო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოითხოვა. თუმცა 2021 წლის 12 აგვისტოს დილის 01:30 საათზე, იგი საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1 თვის შემდეგ გარდაიცვალა.[2]ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული  თვითმკვლელობას ცდილობდა.

სახეზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების სავარაუდო ფაქტები, მათ შორის, ანრი ატეიბას წამება და არაადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
 
მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსდაინტერესდნენ ანრი ატეიბას საქმის გამოძიების მიმდინარეობით და გააქტიურონ მუშაობა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
 
მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა/ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.


 
[1] Ekhokavkaza, 2021, „Анри Атейба был обнаружен при попытке совершения суицида,“ https://www.ekhokavkaza.com/a/31460198.html
[2] kavkaz-uzel, 2021, „Силовики объяснили суицидом смерть задержанного в Гагре“,
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026