GEO   ENG
ვაკანსიები
კონკურსი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად
28.09.2021
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ექსპერტის შესარჩევად, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ დაფინანსებული "შესაძლებლობების განვითარების გრანტის" ფარგლებში.

გამოცხადებული კონკურსის მიზანია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის (DRI) სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის და ორგანიზაციის ორწლიანი სამოქმედო (დეტალური) გეგმის შემუშავება.

კონკურსი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

ამოცანები და პასუხისმგებლობები:

ორგანიზაციის მიერ შერჩეულმა ექსპერტმა გაწეული სამუშაოს ფარგლებში უნდა განსაზღვროს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) სტრატეგიული მიმართულებები და შეიმუშაოს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ორწლიანი (დეტალური) სამოქმედო გეგმა.

ამ მიზნით, პროექტის ექსპერტი ვალდებულია:

** ორგანიზაციის თანამშრომლებთან ინტერვიუების საფუძველზე, შეაგროვოს და დაამუშაოს აუცილებელი ინფორმაცია;
** დაესწროს და ფასილიტაცია გაუწიოს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ორდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრას;
** გაანალიზოს ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები;
** შეისწავლოს ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკა და გაანალიზოს ცნობადობისა და რეპუტაციის მაჩვენებლები;
** მოთხოვნისთანავე, ორგანიზაციის მენეჯმენტს წარმოუდგინოს გაწეული საქმიანობის და ანალიზის შედეგები.
სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები:
** ორგანიზაციის ხედვა და მისია
** ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი
** ორგანიზაციის 2 წლიანი სამოქმედო გეგმა
** გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება ოქტომბერში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ექსპერტის მგზავრობას, კვებას, სასტუმროში განთავსებას და სამუშაო გარემოს შექმნას.
შესასრულებელი სამუშაოს ხანგრძლივობა: 6 დღე
მოსამზადებელი პერიოდი: სამაგიდო კვლევა და თანამშრომლებთან ინტერვიუები - 2 დღე
სამუშაო შეხვედრა - 2 დღე
სამაგიდო კვლევის, თანამშრომლებთან ინტერვიუებისა და სამუშაო შეხვედრის ფასილიტაციის საფუძველზე დოკუმენტის მომზადება - 2 დღე

შერჩეულმა პირმა სამუშაოს აღწერით გათვალისწინებული დოკუმენტები და შესრულებული სამუშაოს ანგარიში უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრისა.

ანაზღაურება: 4440 ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ:
** რეზიუმე
** სამოტივაციო წერილი
** ამ ტიპის საქმიანობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პორტფოლიო

გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:info@democracyresearch.org და მეილის დასახელებაში კი მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 1 ოქტომბერი, 18:00 საათი.