GEO   ENG
განცხადებები
გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს
21.10.2019

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული პირი,  გულის არეში გაუსაძლისი ტკივილით ახალგორის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, თუმცა ამ გარემოების მიუხედავად გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, შედეგად იწვევს ადამიანების გარდაცვალებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად, მათ შორის, შეიმუშავოს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026