„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას და მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული ფორმალური საფუძვლის მიუხედავად, რომელიც კრძალავს შენობების შესასვლელების ბლოკირებას, გამოყენებული ძალა - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეთა დაკავება წარმოადგენს არაპროპორციულ ღონისძიებას შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან და მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე და შესაბამისად, უკანონოა.რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.