GEO   ENG
ვაკანსიები
ვაკანსია იურისტის პოზიციაზე
08.02.2022

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის "ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭერად" ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებას მონიტორინგის და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის გზით, სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურების მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების პროცესში საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გასაზრდელად.

პროექტის ფარგლებში, პროექტის გუნდი განახორციელებს უსაფრთხოების სტრუქტურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგს; შეისწავლის და გაანალიზებს რამდენად ასახულია ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში და შეიმუშავებს მონიტორინგის ანგარიშს; დააკვირდება სამოქალაქო ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებებსა და მანიფესტაციებს და საერთო ტენდენციების ანალიზის საფუძველზე მოამზადებს რეკომენდაციებს.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2022 - 31 იანვარი, 2023
ანაზღაურება: 583 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 2022 წლის 1 მარტი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:
** პროექტის დირექტორის და კოორდინატორის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ:
** უსაფრთხოების სტრუქტურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგი
**მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოპოვება, პარლამენტიდან/საჯარო დაწესებულებებიდან/ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; ფოკუს შეხვედრების წარმართვა დაინტერესებულ მხარეებთან
** მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მონიტორინგის ანგარიშის შემუშავება
** სამოქალაქო ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების და ულტრა-მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული შეკრება-მანიფესტაციების და დემონსტრაციების დაკვირვება და შესაბამისი კვარტალური ანგარიშების მომზადება
** ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება
** საკანონმდებლო ბაზის/სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება
** ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების/ინდივიდების ქმედებების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება
** ორგანიზაციის სახელით განცხადებების შემუშავება
** შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები
** სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სამართლებრივი კვლევების განხორციელების დადასტურებული გამოცდილება (გასაუბრებისთვის შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ განხორციელებული კვლევის ნიმუში)
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (ძალიან კარგად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ:
** საზოგადოებრივ/არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** სამართალში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** საერთო ან/და საკონსტიტუციო სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება
** ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
** წერილობითი დავალება
** გასაუბრება შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის.

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის მონაცემები, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@democracyresearch.org

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 თებერვალი, 2022 წ.
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

13.02.2024
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტის პოზიციაზე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. 
21.09.2023
ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

07.09.2023