GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტს ეხმიანება
21.02.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს დიზაინერ გიორგი მასხულიას მიმართ ჩადენილ სასტიკ ძალადობას და კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია სოციალურ ქსელებში დაზარალებულის ბულინგი, სიძულვილის ენა და ჰომოფობიური/ტრანსფობიური შინაარსის  კომენტარები.

გიორგი მასხულიას განცხადებით, მას 21 თებერვალს, გვიან ღამით, თბილისში, კლუბ „ოთახში” 3 პირი თავს დაესხა. გიორგი მასხულია მისივე გავრცელებულ ვიდეო კადრში აცხადებს, რომ მოძალადეები „მავანისგან” იყვნენ. დაზარალებულის მეგობრის გიორგი არუთინაშვილის თქმით კი, ძალადობის მოტივი შესაძლოა მისი „ეპატაჟურობა“ ყოფილიყო.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე არცერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ საქმეში შერეული მოტივების (ორი ან ორზე მეტი) არსებობა, არ გამორიცხავს სიძულვილის  მოტივის არსებობასაც. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაული სიძულვილით მოტივირებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც დამნაშავის მიერ დაზარალებულის შერჩევა წინასწარგანწყობისა და შეუწყნარებლობის გამო ხდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • მიენიჭოს გიორგი მასხულიას დაზარალებულის სტატუსი;
  • ბრალის წარდგენისას გაითვალისწინონ შესაძლო სიძულვილის მოტივი;
  • გამოძიება წარმართონ ეფექტიანად და მიუკერძოებლად.  
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026