GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის თმენის ვალდებულება აქვს
08.03.2022
2022 წლის 7 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის მეთერთმეტე დღეს, თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს რუსული მილიტარისტული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე აქტივისტები. თავდაპირველად, აქცია  საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობდა მოთხოვნებით: „დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან”, „აიკრძალოს რუსული მედია” და „დაიხუროს ცა რუსეთისთვის!“ ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსული წარმოების პროდუქტები საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გაპროტესტების მიზნით. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, რაც მათ მიერ გავრცელებული კადრებით დასტურდება, პროტესტის მონაწილეები კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაკავება წინ უსწრებდა პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრის ფაქტს. შესაბამისად, არგუმენტი, რომ აქციის ორგანიზატორების ქმედება გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, საფუძველს მოკლებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეების პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობით და ძალადობრივი ფორმებით დაკავება კანონშეუსაბამოა. საგანგაშოა ისიც, რომ რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი და რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული  აქციის მონაწილეები დააკავეს.

მიგვაჩნია, რომ პოლიცია მკვეთრად რეპრესიულ საპოლიციო ძალას იყენებს ინდივიდუალური საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026