GEO   ENG
სიახლეები
DRI-ის მიერ წამოწეული პრობლემები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
14.04.2022
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული ნაწილში ხაზგასმულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI)-ის მიერ წამოწეული პრობლემები.

31 მაისს,  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს მინისტრის ავტომობილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 30 წლის ინალ ჯაბიევის შესახებ, რომელიც რამდენიმედღიანი დაკითხვის შემდეგ, 2020 წლის 28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მისმა საქმემ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში არსებული სერიოზული სისტემური პრობლემები გამოააშკარავა. ჯაბიევის საქმეში სახეზე იყო ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების წართმევა, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვა და სხვ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული „ოჯახის გაერთიანების“ პროგრამის შესახებ, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლის იარაღად იყენებდა. პროგრამა ახალგორში მაცხოვრებლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საცხოვრებლად დაბრუნებას გულისხმობდა. წასვლის მსურველებს უნდა მოეპოვებინათ დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს ოჯახი ნამდვილად ელოდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ამ პროგრამაში „გასვლის დოკუმენტის“ შინაარსი იყო, რომელიც რაიონიდან წამსვლელს უკან დაბრუნების შესაძლებლობას და საკუთრებაზე პრეტენზიის უფლება ართმევდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ამ პროგრამის გრძელვადიანი შედეგების შესახებ და ამ ფაქტს ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან დაცლის „ლეგალური“ გზა უწოდა.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026