GEO   ENG
სიახლეები
ე.წ. სტენსილების საქმეზე DRI შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
26.04.2022
მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობებზე გამოსახული სტენსილების შესრულების ფაქტზე, შსს-მ ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება დაიწყო.  შსს-ს განცხადებით, სტენსილ(ებ)ის ავტორი იდენტიფიცირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სტენსილები შესაძლოა გამოხატავდეს ბომბდამშენს, სამართალდამცველები ამბობენ, რომ პირი საკუთარ კატას ხატავდა. უკრაინის მწარე გამოცდილების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მასიურად ხდება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოდინება, საზოგადოების წუხილი, რომ სტენსილებს შესაძლოა ჰქონდეს სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული დანიშნულება, ლეგიტიმურია.

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია: 

  1. რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა შსს-მ, რამაც დანაშაულის ნიშნების არსებობა გამორიცხა.
  2. დაიწყო თუ არა ე.წ. სტენსილების საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურა. იმ შემთხვევაში თუ დაიწყო, რამდენი პირის მიმართ და რა სამართლებრივი საფუძვლებით
  3. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გიორგი გიგოლაშვილი აცხადებდა, რომ მან მხოლოდ ერთი სტენსილი შეასრულა. მოიძია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვინ შეასრულა დანარჩენი გამოსახულებები.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026